შენ ამ ტექსტს არ წაიკითხავ, შესაბამისად, ყველაფერი უკვე წარსულია.
“ჩაძაღლება” დამოუკიდებელი თეატრალური პროექტია, რომელიც ხორციელდება “ბასიანის” გუნდთან ერთად “Spacehall”-ში.
„ჩაძაღლება“ თვითშემეცნების უკიდურესი ფორმაა. ის აერთიანებს ტექსტს, ხმოვანებას, სხეულს და გამოსახულებას ერთიან სცენურ სისტემად, სადაც პერსონაჟები აღარ არსებობენ როგორც ავტონომიური სუბიექტები. ისინი საზოგადოებრივი მეხსიერების პროექციებად გარდაიქმნებიან, რომლებშიც ერთმანეთს უპირისპირდება ისტორია, რელიგია, ტექნოლოგია, ძალაუფლება და სურვილი.
“ჩაძაღლება” არ ქმნის სასცენო მოლოდინებს, არამედ - გამომდინარეობს მოსაზრებიდან, რომ დასასრული უკვე მოხდა, არა საბედისწერო ტრაგედიის შედეგად, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი მეტისმეტად წესრიგშია.
„ჩაძაღლების” განხორციელება მაყურებლისა და თანამოაზრეების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
თქვენი დონაცია დაეხმარება სპექტაკლის შექმნას, სცენოგრაფიის, ტექნიკური წარმოებისა და კვლევითი პროცესის დაფინანსებას.
შეიტანე წვლილი „ჩაძაღლებაში“.